12:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 10:49:07, 1397 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგების მიზნით ბიზნესის წარმომადგენლებს კონსულტაციებს სთავაზობს.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, განსაკუთრებით კი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც კონსულტაცია დასჭირდებათ, შეუძლიათ მიმართონ  სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და  რეკომენდაციები მიიღონ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენებისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, დედაქალაქში აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება. მერის განცხადებით, დედაქალაქის იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და  სახელმწიფო ენას ყველამ პატივი უნდა სცეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics