00:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 16:47:27, 407 ნახვა

საზოგადოება
სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ყატარის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს, ყატარის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას ადგილზე გაეცნენ. 

სტუმრებს საზოგადოებრივ ცენტრში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოადგენლებმა უმასპინძლეს.

 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა რაიონში უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს 21 საზოგადოებრივი ცენტრი.

აღნიშნული ცენტრების მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის სერვისები. 

 საზოგადოებრივ ცენტრში გაიცემა პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები; შესაძლებელია  მიწის რეგისტრაცია;  ეროვნული არქივის სერვისებით სარგებლობა ; კომუნალური გადასახადების გადახდა; კომფორტულ გარემოში ხელმისაწვდომია სატელეკომუნიკაციო და საბანკო მომსახურებ; განთავსებულია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად; მოსახლეობა სარგებლობს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით.

ყატარის დელეგაციის წევრები თავად გაეცნენ საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკას, დაათვალიერეს ცენტრი და შეაფასეს იმ რეფორმების შედეგები, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მომსახურების სფეროში გატარდა.

 ყატარის იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენლები საქართველოს 16 მაისს ეწვივნენ, მათ უკვე მოინახულეს თბილისის იუსტიციის სახლი და შეხვედრები გამართეს.

დელეგაციის წევრები საქართველოს 22 მაისს დატოვებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics