01:00 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 20:37:28, 1702 ნახვა

ეკონომიკა
კატარინა მატერნოვა - ევროკავშირი საქართველოში დაახლოებით 48 მილიონი ევროს საბიუჯეტო პროექტს იწყებს

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდა და ეს ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობისას მოხდა. სწორედ ეს უწყება ფარავს ჩვენი პორტფოლიოს პროექტების დიდ ნაწილს, რომელსაც საქართველოში ვახორციელებთ", - ამის შესახებ ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა.

კატარინა მატერნოვას განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში დაახლოებით 48 მილიონი ევროს საბიუჯეტო პროექტს იწყებს.

„საქართველოს ეკონომიკური და ბიზნესგანვითარებისთვის დაახლოებით 48 მილიონი ევროს პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც სამი მიმართულებით ვიმუშავებთ", - განაცხადა კატარინა მატერნოვამ.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანი საქართველოში, მათ შორის რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ბიზნესდავებზე სამართლიანი გადაწყვეტილებების მოკლე დროში მიღება; ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნის წახალისება, რაც მომავალში სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს.

ამასთან, დახმარების პროექტი ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ითვალისწინებს ღირებულებათა ჯაჭვების/კლასტერების და ბიზნესინკუბატორების განვითარების ხელშეწყობას.

თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციების განვითარებას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის დაახლოებასა და ინტეგრირებას ევროკავშირში.

 „მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს, რათა ქვეყანაში ძალიან კარგი ბიზნესგარემო იყოს - ბიზნესის კეთების სიმარტივით ჩვენ მსოფლიოში მე-9 ადგილზე ვართ  და მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ წინა წელს ჩვენი პოზიციები, საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს ეკონომიკური თავისუფლების მიმართუელბით, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად  თუ ჩვენ რეალურად ვერ მოვახერხეთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, წარმოების და სერვისების განვითარება, მაშინ ეს ხელშეკრულებები ფუჭი იქნება და ვერ გვექნება ის ინკლუზიური ზრდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომაა დღევანდელი დღე ძალიან სასიამოვნო - დღე, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე გავრცელდება ევროპის კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ის რისკები, რაც შეიძლება ინვესტორს ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება, თვითონ საინვესტიციო პროექტს ჰქონდეს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს, პირადად კატარინა მატერნოვას და მის გუნდს, ასევე ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, ვინც უკვე შემდგომში უნდა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული პროგრამის ჩვენს ქვეყანაში დანერგვაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics