17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 19:25:23, 634 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდში რეგიონული კონფერენცია გაიმართა

ქალაქ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მდ. ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“ გაიმართა.

კონფერენციაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები“, „თხილის დაავადებები და ინვაიდერები: ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“ და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ასევე ისაუბრეს მავნებლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. გაიცა პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და რჩევები.

საკითხების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე ადმინსტრაციულ რაიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics