13:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 17:14:09, 2157 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა შეაჩერა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინასა და რუსეთს შორის 2011-2020 წლების ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა შეწყვიტა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იმ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ეწინააღმდეგება პროგრამაში დეკლარირებულ მიზნებს და უკრაინასთან მიმართებაში სავაჭრო და ტრანზიტულ აგრესიაზეა მიმართული.

მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტის მოქმედება შეაჩერა და უკრაინის საგარეო უწყებას ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ინფორმირება დაავალა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა განაცხადა, კიევმა მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა შეამციროს.

უკრაინასა და რუსეთს შორის 2011-2020 წლებისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა,  ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics