|
2015-05-19 16:01:16, 682 ნახვა
საზოგადოება
სკოლების ავტორიზაციის გავლის ვადა შესაძლოა, გაიზარდოს
სკოლების ავტორიზაციის გავლის ვადა შესაძლოა, გაიზარდოს. ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული. პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლები ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად 2020–2021 სასწავლო წლამდე ჩაითვლებიან. სკოლების ავტორიზაციის პროცესის პირველ წელს (2015წ) სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში არსებული საჯარო სკოლების კონკრეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და მოხდება რესურსების ამ მიმართულებით მოძიება და გადანაწილება. მონიტორინგის ვიზიტები სკოლებში 2016 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად 2085 სკოლიდან 417 სკოლა გადამოწმდება. 2016 წლიდან 5 წლის განმავლობაში მოხდება ყველა საჯარო სკოლის გადამოწმება. მონიტორინგის პროცესი იქნება ღია და არ იქნება დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტის საფრთხესთან. ამასთან, საჯარო სკოლები 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ვალდებულები იქნებიან ავტორიზაცია გაიარონ, რათა დაადასტურონ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა, მოიპოვონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შეძლონ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)