|
2018-03-21 13:20:15, 1423 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოში მოქალაქეებს განახლებულ ფილიალში ემსახურება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოში მოქალაქეებს განახლებულ ფილიალში ემსახურება. ახლად გარემონტებული ადგილობრივი ფილიალი სრულად აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით. საგარეჯოს ფილიალის უფროსი ოპერატორის ზურაბ ბაზერაშვილის თქმით, განახლებული და კომფორტული გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლებისთვისაც. საგარეჯოს ფილიალში დანერგილია ყველა ის ელექტრონული პროგრამა, რაც მოქალაქეებს მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს. კერძოდ, საგარეჯოს ფილიალში მიმდინარეობს სარეგისტრაციო განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება, მოქალაქეებისთვის კონსულტაციას გაწევა სარეგისტრაციო საკითხებთან დაკავშირებით, მიღებული დოკუმენტაციის დიგიტალიზება, მათი სისტემატიზაცია და შენახვა არქივისთვის გადაცემამდე. ფილიალი ყოველდღიურად დაახლოებით 120-მდე მოქალაქეს ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)