11:47 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 11:02:02, 1371 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მე-11 საჯარო სკოლაში ფინანსური ვალდებულებების შესახებ ლექცია-სემინარი გამართა

ფინანსური ვალდებულებების, მოსალოდნელი რისკებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ლექცია-სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისი მე-11 საჯარო სკოლაში გამართა.

პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, სასესხო პრობლემების ირგვლივ საუბარი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა.

14-17 წლის მოზარდებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ.

პროექტის მიზანია, მოზარდთა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები ერთის მხრივ ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დაზოგონ დრო და ენერგია.

პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი ეკატერინე მარხვაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პაატა შამუგია უძღვებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

პრევენციული კომუნიკაციის პროექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა და მას რამდენიმე წელია თბილისისა და რეგიონების სკოლებში ახორციელებს. პროქტის ფარგლებში, ხდება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება, რათა მოზარდებმა აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარ შეხვედრებს აღმასრულებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და რომ ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics