|
2018-03-20 16:15:37, 903 ნახვა
რეგიონი
ტურისტულ პროდუქტად ქცეული ფოლკლორი მერისის ხეობაში
მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ამჯერად, ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები, ტურისტული ღირსშესანიშნაოები და სერვისები მონახულეს. ტურის ბოლოს ისინი იმყოფებოდნენ სოფელ გარე ტყეში თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლში, სადაც ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნენ. თურმანიძეების ოჯახი წლებია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობს და მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის. „მერისის მარშრუტის მთავარ ტურისტულ პროდუქტად შესაძლებელია ჩაითვალოს ღვინო და ფოლკლორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ. ხეობაში არსებული ანსამბლები რამოდენიმე წელია იკვლევენ ძველ, ტრადიციულ მივიწყებულ სიმღერებს, აღადგენენ მას და დისკებადაც კი გამოსცემენ. მერისის ხეობაში შესაძლებელია მოისმინოთ ბევრი უნიკალური აჭარული სიმღერა პირველად. არის ოჯახები, სადაც სამი და ოთხი შთამოვალი მღერის. ოჯახებმა ფოლკლორი ტურისტულ საქმიანობად აქციეს. სტუმრებს საშუალება აქვთ არა მარტო მოისმინონ ფოლკლორი, არამედ მიიღონ ოჯახებში ფოლკლორის გაკვეთილები. ბატონი ამირან თურმანიძე, 97 წლისაა და უშუალოდ აქტიურად არის ჩართული ტურისტებისთვის ფოლკლორ-გაკვეთილების მომზადების პროცესში. ტურისტები ხეობაში ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან 2 – 3 თვით ჩამოდიან. გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა, მერისი ძალიან ლამაზი ხეობაა. მარშრუტზე შესაძლებელია ნახოთ ჩანჩქერი, საპიკნიკე ტერიტორიები, ვენახები და ულამაზესი მერისი ხეობის ხედები“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები 280-მდე გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო. მიმდინარე წელს, სააგენტო მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გაყიდვების სტიმულირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისთვის სხვადასხვა პროექტებს გეგმავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)