13:51 - 22 Apr, 2026
|
2018-03-20 13:28:38, 1955 ნახვა
მსოფლიო
მერკელმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მერკელის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაგრძელება და ურთიერთობების განვითარება. „დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, დიალოგის წარმართვა და ჩვენი კონტაქტების გამყარება. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, როგორც ერთმანეთთან, ისე იმ საერთაშორისო გამოწვევებთან და გამოსავალი ერთად ვიპოვოთ“,- ნათქვამია მისალოც ბარათში. მერკელმა, რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)