|
2018-03-19 19:12:23, 763 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ორგანიზაციულ საკითხებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად გაეცნო. სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულები. აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. მთავრობის წარმომადგენლებმა აგრეთვე დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. მიმდინარე წელს,სულ, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება. დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით , აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარტი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა. ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ , ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში. ორგანიზაციული საკითხების განხილვის შემდეგ ლევან დავითაშვილი და ზურაბ ალავიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, მოსახლეობას და ფერმერებს შეხვდნენ. „დღეს მასშტაბური ღონისძება გაიმართა. როგორც იცით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, მუშაობს ცხელი ხაზი. დღევანდელ შეხვედრაზე მთელი რეგიონია წარმოდგენილი - მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და წევრები. დღეს გავეცანით გეგმა-გრაფიკს თუ რა იგეგმება 2018 წელს. 2017 წლის გამოცდილებიდან გვაქვს სწორი ხედვები თუ რა საჭიროებების წინაშე ვდგავართ. ჩვენ, აჭარის რეგიონს დღეს გადმოგვეცა 20 000 ლიტრი სპეციალური პრეპარატი, ასევე რეგიონის მასშტაბით დამონტაჟდება 2000 ფერომონი. საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.
(NS)
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)