23:54 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 17:52:53, 1740 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ბ.ჭ. დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ბ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედის-ფ.ჭ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც  მუშტი დაარტყა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ფ.ჭ.-მ  ფიზიკური ტკივილი განიცადა.

აღნიშნულის შემდგომ, ბ.ჭ. სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ.რ.-ს და ფ.ჭ.-ს, რა დროსაც მათ   მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, ხოლო მოგვიანებით ნ.რ.-ს ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ.ჭ.-ს კუთვნილ საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  ბ.ჭ.-ს ქმედებით ნ.რ.-ს 4030 ლარის, ხოლო ფ.ჭ. -ს 3855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ბ.ჭ.  იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბ.ჭ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics