|
2018-03-19 13:30:38, 1789 ნახვა
პოლიტიკა
ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა და უთანხმოება უმრავლესობის წევრებს შორის
პარლამენტის ოურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. მომხსენებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილია. კანონპროექტის განხილვა დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი და ანრი ოხანაშვილი სხდომის დახურვას ითხოვდნენ.მათი შეფასებით, საუბარი შეეხებოდა კონკრეტულ საქმეებს, რომელთა გასაჯაროვებაც მიზანშეწონილი არ იქნებოდა. კანონპროექტის წარმომდგენი-შსს-ს მხარეც მიიჩნევდა, რომ სხდომა დახურულ ფორმატში უნდა ჩატარებულიყო. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საუბარი გასცდებოდა პრინციპების დონეს და შინაარსობრივ მხარეზე ღიად საუბარი საჭიროდ არ მიაჩნდა. სხდომის დახურვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე. მათი თქმით, დეპუტატებს შეეძლოთ, არ ეთქვათ ის, რისი გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს. ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის განხილვის დახურვა უარყოფით შეფასებებს გამოიწვევდა. სხდომის დახურვას შეეწინააღმდეგა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტიც, რომელმაც უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორიბის თავმჯდომარე ქვეყანაა. მისივე თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო უფრო სიღრმისეულად შსს-სგან ინფორმაცია სხვა ფორმატში მიეღო. საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე დადგა. 8 ხმა იყო საჭირო სხდომის დასახურად, თუმცა კომიტეტის წევრი 6 დეპუტატი აღმოჩნდა მომხრე. შესაბამისად, სხდომა ღია რეჟიმში მიმდინარეობს. ვანო ზარდიაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და კომიტეტის დახურვის მსურველმა რამდენიმე დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვა. ისინი, მოგვიანებით, კანონპროექტის განხილვის ბოლოს დაბრუნდნენ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)