07:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 15:08:40, 1610 ნახვა

საზოგადოება
„ჩემი ადვოკატის“ პრაქტიკული კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა იმ სტუდენტებს, რომლებმაც პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მარინა ბერაძის განცხადებით, კურსი მომავალ ადვოკატებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.  მისივე თქმით, პროექტი  სტუდენტების სამომავლო დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას არა მხოლოდ აიმაღლონ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები, არამედ სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდეთ. ჩვენთან სამსახურში მოდიან სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები და გვთხოვენ იმ სტუდენტებთან დაკავშირებას, რომლებიც ჩვენთან გადიოდნენ პრაქტიკას“,-განაცხადა მარინა ბერაძემ.

საადვოკატო პრაქტიკას ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. ორგანიზაციამ პროექტში ამჯერად  90-მდე სტუდენტი ჩართო. 

კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეთა  უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეთა  ინტერესების დაცვა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში. გარდა ამისა, კლინიკა აქტიურად მუშაობს მომავალი იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. გასულ წელს პრაქტიკა სულ 140 სტუდენტმა გაიარა, წელს კი პროექტში 200-მდე სტუდენტის ჩართვა იგეგმება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics