09:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 14:35:49, 1471 ნახვა

საზოგადოება
უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმერეთსა და კახეთში შეხვედრები გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმერეთისა და კახეთის რეგიონში შეხვედრები გაიმართა.

უწყების ცნობით, 5-7 მარტს, იმერეთის რეგიონში საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ქუთაისში, სამტრედიაში, ვანში, თერჯოლაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ხონში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბაღდათსა და ზესტაფონში მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მედიასა და ფერმერებს შეხვდნენ. იმერეთის რეგიონში სულ 12 შეხვედრა გაიმართა და საერთო ჯამში, შეხვედრებს 600-მდე ადამიანი დაესწრო.

კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები 12-13 მარტს კახეთის რეგიონში გაიმართა. საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა შეხვედრები თელავში, გურჯაანში, ყვარელში, ახმეტასა და საგარეჯოში გამართეს. კახეთის რეგიონში სულ 7 შეხვედრა გაიმართა და საერთო ჯამში, შეხვედრებს 300-მდე ადამიანი დაესწრო. შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პედაგოგები, ფერმერები, სასულიერო პირები, მედია და სხვ.

 კამპანიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

 საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics