07:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 10:23:07, 2278 ნახვა

საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებიდან 7 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს. შედარებით მძიმე იყო უკრაინის მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც გუადურიდან ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, იგი თბილისში რეანომობილით იქნა გადმოყვანილი. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გართულებას ადგილი არ ჰქონია. ჩაუტარდა პირველადი შეფასება და სხვადასხვა კვლევები. ესაჭიროება დაკვირვება“, - აღნიშნა ექიმმა.

დანარჩენ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, გუშინ, საძელეს საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics