07:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 19:45:13, 1978 ნახვა

საზოგადოება
თბილისში რამდენიმე ცნობილ რესტორანს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „კაფე კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ობიექტებში - „კახელები“; „თაშრე“; „რესტორანი თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1200 ლარით საზოგადოებრივი კვების ობიექტები „ფაიტონი“ და „ლაკადა“ დააჯარიმდნენ. 

„მწვადიაური“ მიკვლევადობის დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდა; 100 ლარით - „ტეხასი“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო და 500  ლარით - „ბაბილო“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არ ქონის გამო.

ამასთან, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა სამ რესტორანში. ესენია: "ჭაშნაგირი", "ლუდის მოედანი" და "წისქვილი". 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics