20:55 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 19:01:22, 1956 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, სულეიმან სოილუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სულეიმან სოილუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების მიერ შეტანილი წვლილი. საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თურქეთის პოლიციის ახალი ატაშეს დანიშვნის საკითხიც განიხილეს.

გიორგი გახარიამ სულეიმან სოილუს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა და ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. გიორგი გახარიამ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრებზე უმჯობესდება რისკების ანალიზის სისტემა, ასევე, გრძელდება საზღვრის მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საზღვრის ეფექტიანი მართვის წინაპირობაა.

მხარეებმა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისიის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააღრმაონ ორმხრივი თანამშრომლობა ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics