07:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 15:59:13, 1355 ნახვა

საზოგადოება
დაშავებულებს გუდაურიდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გადმოიყვანს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეების სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გაფრინდა გუდაურის მიმართულებით, საიდანაც ინციდენტის შედეგად დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანს.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, რამდენიმე საათის წინ, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა. დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics