|
2018-03-16 15:07:48, 1509 ნახვა
პოლიტიკა
კენ ვოლაკი: დადებითი პასუხი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესში, როგორც რესპუბლიკელებისაგან, ასევე დემოკრატებისაგან
ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას - აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღებასთან და განცხადებებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები აფასებენ. როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა განაცხადა, საჭიროა, უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს, რომლის ხაზიც სწორედ საქართველოზე გადის. "რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის რუსეთის კრემლის კამპანია, რომელიც მიმართულია დაასუსტოს დასავლური დემოკრატიები, რომლებიც იწყება ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა, უკრაინა და მოლდოვაა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება ეს პოლიტიკა აშშ-მდე. მიზეზი, რატომაც გვჭირდება, კონგრესის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება ვუპასუხოთ რუსებს, ჩვენ გვინდა უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს და ეს ხაზი სწორედ საქართველოზე გადის. გიორგი მარგველაშვილი საუბრობდა, ძალიან კონკრეტულ გზებზე, რომ აშშ-ს კონგრესმა და ადმინისტრაციამ გადადგას ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობებისა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისათვის. ეს არის ზუსტად ისეთი ქმედებები, რომელსაც ვახორციელებდით ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რომლებიც არიან ალიანსის წევრები. NDI -ის პრეზიდენტი კენ ვოლაკი პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საგულისხმოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დადებითი პასუხი მიიღო კონგრესში, როგორც რესპუბლიკელებისაგან, ასევე დემოკრატებისაგან. "მისი მესიჯი, - რომ არსებობენ თავისუფლებისათვის მებრძოლი მოწინავე ქვეყნები - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთა დემოკრატია ემსახურება საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და რომელთა სუვერენიტეტის დაცვაც იცავს აშშ-ს და ევროპას აგრესიისგან - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გყავდეს საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ალიანსში, ემსახურება მსოფლიო მშვიდობას სტაბილურობას და ეს სტრატეგიული ალიანსი მიდის ვაშინგტონამდე - ეს არის მისი მესიჯი და ვფიქრობ, რომ დადებითი პასუხი მიიღო პრეზიდენტმა კონგრესში როგორც რესპუბლიკელებისაგან, ასევე დემოკრატებისაგან და ასევე მხარდაჭერა იქნება აშშ-ს ადმინისტრაციისგანაც", - აღნიშნა კენ ვოლაკმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)