07:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 12:54:01, 1369 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველმა პარლამენტს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც სამეურვეო საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას ქმნის.

„სახალხო დამცველმა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები და მიიჩნია, რომ ზვიად დევდარიანი, რომელიც გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, შეძლებს მომდევნო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა; შეძლებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დროულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics