17:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 20:54:29, 346 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვიმედოვნებ, მთავრობა უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როცა საქმე ბიზნესის განვითარებას ეხება

 „იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული, ბევრად მეტი უფლებამოსილებებით აღჭურვილი მინისტრთა კაბინეტი უნდა გვქონდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რაც მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა იყოს ათვისებული. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც საქმე ბიზნესის განვითარებას ეხება. „ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში მე ვსაუბრობდი ე.წ. საბჭოებზე, კომისიებზე, რომელიც გარკვეულად გადაწყვეტილების მიღების დინამიკას აფერხებდნენ. ეს ჩემი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ პარტნიორებთან ბევრად უფრო აქტიური და დინამიური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული სწრაფად და იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს მიღებული სწრაფად, უნდა გქვონდეს ბევრად მეტი უფლებამოსილებებით და გადაწყვეტის სწრაფი უფლებამოსილებებით აღჭურვილი მინისტრები და მინისტრთა კაბინეტი.ამიტომ, ჩემი საუბარი მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად და დინამიურად ჩავერთოთ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, რადგან საქართველოს აქვს სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი, როგორც ქვეყანამ, რომელმაც მოაწერა ხელი ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას, ჩვენ რეალურად ნებისმიერ ინვესტროს ვაძლევთ შესაძლებლობას გავიდეს უზარმაზარ ბაზარზე, გვაქვს ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით.ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგი გვაქვს, გვაქვს ძალიან დაბალი საგადასახადო სისტემა, შესაბამისად, მთელი ეს პოტენციალი უნდა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული და სწრაფ დროში. ეს იყო მიმართული მიმდინარე პოლიტიკურ დინამიკაზე, რომელიც საქართველოშია და იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოსვლის შედეგად და კვალდაკვალ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც ეს ეხება ბიზნესს და როდესაც ეს ეხება ბიზნესის განვითარებას, რადგან უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გააჩნია ქვეყანას უფრო სწრაფად უნდა იქნას ათვისებული განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ირგვლივ ეკონომიკური სირთულეებია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics