|
2018-03-15 17:42:39, 1815 ნახვა
სამართალი
მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენ კანდიდატთა სია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენი კანდიდატთა სია დამტკიცდა. საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა კანდიდატთა შერჩევის სამ ეტაპიანი პროცესი. ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის წესი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 20 თებერვალს დაამტკიცა. ამის შემდეგ კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორ სხვადასხვა ვებ-გვერდზე. დაინტერესებული პირებისგან დოკუმენტაციის მიღების დასრულების შემდეგ, შემოწმდა კანდიდატურების ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა შერჩევის წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და 21-დან, 6 განაცხადი შეირჩა. 11 მარტს ექვსივე კანდიდატს ჩაუტარდა ტესტირება ინგლისურ ენაში. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტესტირების შედეგების შესაბამისად, ექვსივე კონკურსანტმა დააკმაყოფილა კანდიდატთა შერჩევის წესით გათვალისწინებული უცხო ენის ცოდნის დონე (B 2). 14 მარტს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომიის წევრები გაესაუბრნენ ექვსივე კანდიდატს, რომელთაგანაც მათთვის კომისიის წევრების მიერ მინიჭებული საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით შედგა შემდეგი სია: 1. ვლადიმერ მკერვალიშვილი 2. ანა არგანაშვილი 3. თეა ჯალიაშვილი აღნიშნული სია დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს წარედგინება. „კონკურსის ჩატარება უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) არის დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი ორგანო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვეცია), შესრულებაზე. საქართველოსთან ერთად GREVIO-ში ასარჩევი კანდიდატების (მაქსიმუმ 3 კანდიდატი) წარდგენის უფლება ჰქონდა 16 ქვეყანას. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წარდგენილ კანდიდატთა სიას გადასცემს კონვენციის მხარეთა კომიტეტს განსახილველად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით“, - განმარტებულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)