17:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 13:32:57, 2090 ნახვა

მსოფლიო
„უნდა იცოდეთ შესაძლო ანტიბრიტანული განწყობის შესახებ“ - ლონდონი რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საკუთარი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც რუსეთში მგზავრობისას შესაძლო რისკებს ეხება, ბრიტანეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, ნებისმიერი პროტესტის ფორმას თავი აარიდონ და პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო პუბლიკაციები არ გამოაქვეყნონ.

"დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გამო, უნდა იცოდეთ შესაძლო ანტიბრიტანული განწყობის, ან მიმდინარე პერიოდში აგრესიის გამოვლენის შესახებ. ამ ეტაპზე რუსეთში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში არანაირი განცხადება არ შესულა, თუმცა თქვენ უსაფრთხოების ზომებს უნდა მიჰყვეთ", - ნათქვამია რეკომენდაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics