22:55 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 10:56:04, 1971 ნახვა

სამართალი
წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი აცხადებს, რომ მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომობილის ძარაზე, საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 4.3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ძელაკი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული კაბინის უკანა მხარეს და ძარის ჭერის მთლიან სიგრძეზე. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება", - განაცხადა მან. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics