17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 15:11:31, 598 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ირანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო.

შეხვედრაზე საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში.

გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში, როცა ირანის მაღალი დონის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის" ფორუმში.

მხრეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც მნიშვნლოვნად შეუწყო ხელი უვიზო მიმოსვლის შემოღებამ. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აჰმად ალირეზაბეგს და დელეგაციის წევრებს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ  ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყამავშაჰიდი, ირანის გენერალური კონსული ჰოსეინ მაშჰადი და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი რუბენ მორგოშია.

დღესვე, დელეგაციის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics