|
2018-03-14 13:22:31, 1744 ნახვა
სამართალი
მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ აღსრულების პროცესის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. კანონპროექტის მიზანია კოდექსის ზოგიერთი ნორმა დაზუსტდეს, კიდევ უფრო მოქნილი გახდეს და კოდექსი უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების მიღებას, ბრალდებულის გარდა, მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს; არასრულწლოვან მოწმეს და გამოსაკითხ პირს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაშიც − დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გადახდისუუნარობისას მოქმედებდა; დეტალურად განისაზღვრება, რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო ნორმები; კერძოდ, იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა, და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“. ასევე, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსის ყველა მუხლში, სადაც ფსიქოლოგის ჩართულობა გათვალისწინებულია, კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები; ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები − ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა, პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად. ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ უწყებებს აერთიანებს. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. (NS)
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)