21:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 13:00:38, 1672 ნახვა

ეკონომიკა
რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი გაიმართა

სასტუმრო „Radisson Blu Iveria“ - ში რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი გაიმართა.

კონგრესის მთავარი თემა მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. კონგრესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რძის მრეწველობის განვითარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ლევან დავითაშვილმა კოოპერაციული მეურნეობების განვითარებაზე, სამინისტროს მიერ შემუშავებულ რძის ტექნიკურ რეგლამენტზე და მის ეფექტიანობაზე, ასევე დარგში ინვესტიციების მოზიდვის, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებას.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს და ევროკავშირს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან სექტორში ფინანსური კონტრიბუციისა და მოდერნიზაციისთვის.   ჩვენ არ გვაქვს რძის სექტორში სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ  ვფიქრობ სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით რძის სექტორი  მნიშვნელოვნად განვითარდება.  ჩვენ მზად ვართ სწორი რეგულაციებით მოვახდინოთ სექტორის წახალისება“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ხაზი გაუსვა დარგის ეფექტიანობის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის უმთავრეს ფაქტორად რძის პროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესების მნიშვნელობას.

„ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, ქართველ ფერმერებს შეუძლიათ საკუთარი ნაწარმის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოში კი, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ უკეთესი ხარისხის რძის პროდუქტებით. ამისათვის, რძის მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, და ჩვენ ვეხმარებით მათ ამაში რამდენიმე მიმდინარე პროექტის საშუალებით“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში რძის სექტორის განვითარებას.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოგეხსენებათ, სარძეო სექტორის განვითარება საქართველოში  EBRD -ის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანი სექტორში პროდუქტიულობის ზრდაა, რის მიღწევასაც ინვესტიციების განხორციელებითა და ცოდნის გაზიარებით ვაპირებთ“- განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

კონგრესზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ავტორთა ჯგუფი წიგნისთვის „რძის სამრეწველო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტიანი მართვა საქართველოში“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით ჩატარდა.

კონგრესს კავკასიიდან  და აღმოსავლეთ ევროპიდან 200-ზე მეტი მონაწილე  ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მომწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics