07:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 12:39:39, 1588 ნახვა

საზოგადოება
„სითი პარკის“ მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

შპს „სითი პარკის“ მფლობელები მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

კომპანიის მფლობელების თქმით, გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მერის, ბ-ნი კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სი-ტი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სი-ტი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული   ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სი-ტი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია "სითი პარკის" განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics