11:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 10:36:50, 2388 ნახვა

მსოფლიო
სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ უილიამ ჰოკინგი კემბრიჯში, საკუთარ სახლში ოთხშაბათს, დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC  ავრცელებს. 

“ის იყო დიდი ადამიანი და მეცნიერი, რომლის ნაშრომი და მემკვიდრეობა წლობით გააგრძელებს არსებობას”, – ნათქვამია ჰოკინგის შვილების განცხადებაში. 

სტივენ ჰოკინგს 21 წლის ასაკში მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დააავდების – ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუდგინეს. 30 წლის ასაკში, ამ დაავადებამ,  მისი სრული პარალიზება გამოიწვია. 

გარდა იმისა, რომ აღნიშნული დაავადება ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს, ის იწვევს იმ კუნთების  პარალიზებასაც, რომლის საშუალებითაც ადამიანი სუნთქავს. ექიმება ჰოკინგს დიაგნოზის დასმისას უთხრეს, რომ ის ორ წელს იცოცხლებდა. თუმცა, მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰოკინგი სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებდა, ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა.

სტივენ ჰოკინგს 1985 წლიდან საუბარიც არ შეეძლო, თუმცა ის იყენებდა სპეციალურ კომპიუტერს (ხმის სინთეზატორს) და ამით ეკონტაქტებოდა ადამიანებს, ატარებდა ლექციებს და ა.შ 

1998 წელს მან გამოსცა წიგნი „დროის მოკლე ისტორია", რომელიც ათმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მასში სამყაროს აღმოჩენაზე, ბუნების სივრცესა და დროზე, შავ ხვრელებსა და სუპერსიმების თეორიაზეა საუბარი.

ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია: „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics