|
2018-03-13 18:39:39, 1766 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: ჩვენ ვიცავთ ბალანსს მოქალაქეებისა და პოლიციელების უფლებების დაცვის მიმართულებით
ჩვენ ვიცავთ ბალანსს ერთის მხრივ ბრალდებულის უფლებების დაცვისა და მეორეს მხრივ ჩვენი პოლიციელების უფლებების და ღირსების დაცვის მიმართულებით,-ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები გააცნო. მისი თქმით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქცია მკაცრდება: "აქ საუბარია მიდგომებზე და შსს-მ გამოხატა ძალიან მკაფიო პოზიცია, როდესაც დავიწყეთ მუშაობა, პირველ რიგში ბრალდებულის უფლებების დაცვის მიმართულებით და დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართულებით გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დავაანონსეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი, შევქმენით ახალი დეპარტამენტი, რომელიც მუშაობას უკვე კარგად შეუდგა და სამუშაო რეჟიმშია გადასული. ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ და აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პროცესში. ტექნოლოგიებს განვაახლებთ და ჩვენი პოლიციის თანამშრომლები სამხრე კამერებით იქნებიან აღჭურვილი. ანუ, ჩვენ დავიცავით ბალანსი, რომლის დაცვაც აუცილებელია ერთის მხრივ ბრალდებულის უფლებების დაცვის მიმართულებით და მეორეს მხრივ ჩვენი პოლიციელების უფლებების და ღირსების დაცვის მიმართულებით. ამ ფონზე მოვამზადეთ ეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის გაზრდას, საუბარია ჯარიმის გაზრდაზე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში და დიახ, ვფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს ყოველდღიურ რეჟიმში ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ, ასეთი ადამიანების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მხოლოდ ჯარიმას 250 ლარის ოდენობით არ უნდა ითვალისწინებდეს. სანქცია გავზარდეთ 1000 ლარიდან 4000 ლარამდე და ვფიქრობთ,ეს არის იმ ქმედების ადეკვატური, რომელსაც ეს მუხლი მოიცავს",-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)