|
2018-03-13 10:45:30, 2021 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-სა და OECD-ის მიერ გამართულ სემინარზე „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რეგულაციების შემცირებითა და ონლაინ სერვისების შემოღებით საქართველოში ბიზნესის წარმოება გამარტივდა. „მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეექმნა კორუფციისგან თავისუფალი გარემო, წარმატებული და პროდუქტიული გამოდგა, რომელიც ასევე აისახა კერძო სექტორის საქმიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგებში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობას ეხება, შეყვანილია 2017-2018 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმაში. სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე, კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნაზე. „საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - მმართველობის რეფორმის მიზანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ გზით საქართველოში უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. სემინარი „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სემინარის მიზანია მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების ცნობიერების ამაღლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და განიხილავენ იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება მათ ქვეყანაში კორპორატიული ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით.
(NS)
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)