15:50 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 20:35:56, 2144 ნახვა

ეკონომიკა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. 
წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს. 

კომიტეტმა ასევე განიხილა აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე საკანონმდებლო კანონპროექტების პაკეტი.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დაგროვილი თანხის უსაფრთხოების მექანიზმებს, ფულის ღირებულებისა და შესაძლო ინფლაციის ფაქტორების გავლენას საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოლიტიკას, არსებულ რისკებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა საკითხი არ ჩათვალა მომზადებულად და მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები კომიტეტის დასკვნაში აისახება, რაც წამყვან კომიტეტში განსახილველად წარდგენისას უნდა იყოს დოკუმენტში გათვალისწინებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics