20:37 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 19:49:23, 2029 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ვიხელმძღვანელებთ მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება

პრემიერ-მინისტრის  განცხადებას,  რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის ფორმატში პირადად ჩართვის სურვილი გამოთქვა,  ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე „კურიერთან“  აღნიშნავს, რომ საუბარია ჟენევის ფორმატის ეფექტურობის გაზრდაზე და არა პრემიერის მიერ პრეზიდენტის ჩანაცვლებაზე:

„საუბარია ამ ფორმატის გააქტიურებაზე, მისი ეფექტურობის გაზრდაზე და სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ჩვენ პრემიერის ინიციატივა საკუთარი ჩართულობის შესახებ.ეს ჩართულობა არ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტმა პრემიერი უნდა ჩაანაცვლოს, როგორც მე წარმომიდგენია გულისხმობს იმას, რომ იქ საკითხები უნდა მომზადდეს“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან ოპოზიციის მოთხოვნას, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

„ჩვენ გვაქვს მუდმივი საუბრის რეჟიმი, დიალოგის რეჟიმი ჩვენს პარტნიორებთან და ამით ვიხელმძღვანელებთ, მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics