17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 16:46:35, 315 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მზად ვართ გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც ორივე ფეხზე მტკიცედ დგას

„მზად ვართ, გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც ორივე ფეხზე მტკიცედ დგას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბუდაპეშტში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 „ეს ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რატომ არის ამ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ შიდა ძვრები, სამოქალაქო ომი, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი სიდუხჭირე და მეზობელი ქვეყნის მხრიდან შემოჭრა გადაიტანა, თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანამ სახელმწიფოს და დემოკრატიის მშენებლობისკენ ნაბიჯები გადადგა.
 „ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ხანგრძლივი და მღელვარე მოგზაურობის ბოლოში გასულები, მაგრამ მზად ვართ, რომ გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დგას ორივე ფეხზე, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფო პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის. ეს პროგრესი მეგობრების და მოკავშირეების დახმარების გარეშე ვერ მიიღწევა“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა სხდომის მონაწილეებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეფორმებზე, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ორიენტირებული პროექტები არ არის და საქართველოს სურს იყოს უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იქნება ღია ბაზარი და დაცული იქნება კანონის უზენაესობა.

 „საქართველოს სვლა ნატო-სკენ შეუქცევადია. ჩვენი ვალდებულება ევრო-ატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურაში უკვე ცხადია. თუნდაც, ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის შეტანილი ყველაზე დიდი წვლილით. საქართველო,შეიძლება, არ იყოს ალიანსის სრული წევრი, მაგრამ იურიდიულად, პოლიტიკურად და ტაქტიკურად, ჩვენ უკვე ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ღირებული და მოსურნე კონტრიბუტორები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics