17:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 16:44:23, 314 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი მოსაზრებით, სასკოლო ასაკზე უკომპრომისო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით უკომპრომისო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. 
ამის შესახებ მან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. 
ბერძენიშვილის შეფასებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ცვლილებას აზრი არ აქვს, თუმცა, დეპუტატის თქმით, თუ კონკრეტული ბავშვი განვითარებით სხვებს უსწრებს, მაშინ გამონაკლისის დაშვება უნდა იყოს შესაძლებელი. 
“ბავშვის სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ერთი თარიღი უნდა იყოს დასახელებული.  ვიღაც იტყვის დეკემბერს, სხვა იტყვის პირველ იანვარს დაბადებულმა რა დააშავა და ა.შ.  ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყნებში აცხადებენ თარიღს და ისე შედიან სკოლაში. მაგრამ, თუ ბავშვი სხვებს განვითარებით ძალიან უსწრებს, მომხრე ვარ მას ინდივიდუალურად მივუდგეთ. პირადად მე  კამათის სერიოზულ საფუძველს ვერ ვხედავ. თარიღის დეკემბრამდე გადაწევას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ვერ ვნახავთ კომპრომისს, აქ უნდა იყოს უკომპრომისო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა. 
ცნობისთვის, პარლამენტში   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა სუბელიანის მიერ ინიცირებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს კენჭს თავიდან უყრიან. 
პროექტის თანახმად, ბავშვს, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics