19:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 12:16:35, 1771 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში

11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ  ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE" (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან  ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ. 

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში წელს წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ბაბანეურის მარანი", „ნათენაძის მარანი", „შატო ხაშმი", „მეღვინეობა ეთნო", „მეღვინეობა ველინო", „ნიკალას საოჯახო მარანი", „მეღვინეობა ტიბაანი".

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი,  ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

გამოფენზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა  ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

საქართველო ,,RAW WINE"-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics