19:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 12:08:21, 2252 ნახვა

სამართალი
შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

"გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გავხსენით. გატარებული აქტიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.  მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 11 მარტს თბილისში ტატიშვილის ქუჩაზე შურისძიების მოტივით ნაცნობს, 1957 წელს დაბადებულ გ.რ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფის გასროლის სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - განაცხადა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 61 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი,  საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. ხატოევს გვარი შეცვლილი ჰქონდა და მას გოგი რატიანით იცნობდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics