20:37 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 01:44:36, 2054 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არიან უსაფრთხოდ, თავს გრძნობენ ნორმალურად

ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, უკვე  საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს,  უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც. გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შეხვდნენ. ქეთევან ციხელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი კვირა" აღნიშნა, რომ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არიან უსაფრთხოდ და  თავს გრძნობენ ნორმალურად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics