11:20 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 15:52:33, 449 ნახვა

პოლიტიკა
იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის საკითხი საკრებულომ მერიაში დააბრუნა

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხი საკრებულომ მერიაში დააბრუნა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს. ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, განაშენიანების გეგმა არქიტექტურის სამსახურმა ხელახლა უნდა დაამუშაოს.
„ეს ადგილი რეკრეაციული ზონაა, გვინდა, რომ იქ მწვანე ზონა შევინარჩუნოთ და მოსახლეობა მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ყოველთვის რეკრეაციული ზონა იყო და მრავალწლიანი ხეები დგას იქ. წესი შესაცვლელია, რომ სანამ არ იქნება საკრებულოსგან მიღებული გადაწყვეტილება, არცერთი ხე და ბუჩქი არ უნდა მოიჭრას ქალაქში. რაც შეეხება მოჭრილ ხეებს, სავარაუდოდ, მშენებლის მიერ ამ საკითხის დარღვევა მოხდა და ხეები ძალიან სწრაფად მოიჭრა“, - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
შეგახსენებთ, საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების გაერთიანებულ სხდომაზე იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ. გარემოს დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა კი საკრებულოსთან ხეების მოჭრა და მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics