|
2018-03-09 19:42:47, 1549 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას. აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მათი მეშვეობით ხდება საქართველოსა და ევროპოლს შორის 2017 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია. კერძოდ, უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, საქართველოსა და ევროპოლს შორის შეიქმნება უსაფრთხო კომუნიკაციის არხი, რომლის მეშვეობითაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, ოპერატიული სახის ინფორმაცია. მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მის საფუძველზე, საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა, წარგზავნოს თავისი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლის შტაბ-ბინაში. გიორგი გახარიამ ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კომპიუტერული დანაშაულის საფრთხეების შეფასებისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის ქართული მხარისთვის გაზიარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროებში ევროპოლს დიდი გამოცდილება აქვს და აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს, დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დააფიქსირა ევროპის კიბერდანაშაულის ცენტრთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა, რომელიც ევროპოლის სისტემაში 2013 წელს შეიქმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობაზე ქართული მხარის სრული მხარდაჭერა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)