|
2018-03-09 14:59:34, 1784 ნახვა
კომენტარი
მაღრაძე: ფუჭი ვაჟკაცობები და პატრიოტიზმი გვერდზე უნდა გადავდოთ და გამოვიდეთ იქიდან, რაც მეტ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მან რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, დადებითად აფასებს. როგორც დეპუტატმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილის აღნიშნული ნაბიჯი ძალიან დროული და საჭირო იყო. მისივე განმარტებით, ამით საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არ ამბობს. "ნემისმიერი კონფლიქტის და საომარი ვითარების დროსაც კი, მაღალი დონის ადამიანის განცხადება, რომ ის მზად არის დაელაპარაკოს ვისაც საჭიროა რათა ვითარება შედარებით შემსუბუქდეს - ეს არის ყველგან მიღებული ნორმა. ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და რამეზე უარის თქმას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები იჩაგრებიან ამ კონფლიქტების გამო და შესაძლოა, ორივე მხარემ იფიქროს იმაზე, რომ არ მოხდეს ასეთი ვითარება. ყოველშემთხვევაში ეს არის ძალიან გაბედული პირველი ნაბიჯი და ხშირ შემთხვევაში პირველ ნაბიჯს გადადგამენ ასეთ დროს ისინი, ვინც დარწმუნებულებია თავის სიმართლეში. ჩვენ და პრემიერი დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები, პრემიერი მზადაა, უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში ჩაერთოს ჟენევის ფორმატში", - განაცხადა მაღრაძემ. გუგული მაღრაძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრემიერის ამ განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ საქართველო მის წინაშე კაპიტულაციას ახდნეს. საპასუხოდ, დეპუტატმა შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა: "ოპოზიციამ იმას მოუაროს 2008 წელს რა ქნეს და მათი ბრალია, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში ვართ. დაკონსერვებული კონფლიქტი, რომელიც არ არის გადაჭრილი, მაგრამ არც დამთავრებული არ არის ტერიტორიების წაგლეჯვა, გაცილებით უკეთეს სიტუაციას იძლევა კონფლიქტების მოსაგვარებლად ვიდრე ის ვითარება, რომელშიც ჩვენ დავდექით 2008 წლის ომის შემდეგ. ოპოზიციას ამ მხრივ სათქმელი ნამდვილად არ აქვს. მიმაჩნია, რომ პრემიერმა რაც გააკეთა - ეს არის ძალიან გაბედული და კარგი ნაბიჯი. ამას ძალიან დადებითად ხვდება მსოფლიო თანამეგობრობა, იმიტომ, რომ მიუხედავად გამწვავებული სიტუაციისა - ტრამპი და ჩრდილოეთ კორეაც კი ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეებია. ჩვენ ფუჭი ვაჟკაცობები და პატრიოტიზმი გვერდზე უნდა გადავდოთ და გამოვიდეთ იქიდან, რაც მეტ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას და საზოგადოებას. პრემიერი არ ამბობს, რომ ცალკე ხვდება რუსეთის პირველ პირს და ელაქუცება, ის ამბობს, რომ ჟენევის ფორმატში უმაღლესი დონის წარმომადგენლობის ჩართვაზეა საუბარი", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ. ცნობისთვის, პრემეირმა დღეს რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ რთული ვითარების დასაძლევად, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერის ამ ნაბიჯით, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ საქართველო ახდნეს კაპიტულაციას მის წინაშე, და რომ ხელისუფლება ბრძოლას არ აპირებს.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)