20:20 - 05 Nov, 2026
|
2018-03-09 15:02:43, 2263 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ოფიციალური ვიზითით აზერბაიჯანში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი უმასპინძლებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კოლეგები თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას გააფორმებენ. მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდება. (NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)