|
2015-05-18 14:02:53, 501 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის წევრებს და გამგებლებს შეხვდა
აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და რაიონების გამგებლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ახალი სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაინტერესებული ბიზნესმენების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებას და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პროექტების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)