|
2018-03-08 12:43:00, 1998 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ევროპარლამენტარს უვიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციისთვის, მთავრობის ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის წევრს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამუშაო საუზმის დროს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და სამომავლო ევროპული პერსპექტივები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტრთან გამოხატა უკიდურესი შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი სამხედროს ტრაგიკული სიკვდილის გამო. ხაზი გაესვა იმ მზადყოფნას, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუციის მისაღებად გამოთქვეს, რომლის შემუშავებაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება. გიორგი მარგველაშვილმა დევიდ მაკალისტერს მადლობა გადაუხადა იმ მკაფიო მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ევროპელი კანონმდებლებისგან აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)