2018-03-08 10:45:52, 1816 ნახვა
კომენტარი
მორგოშია - ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე, ოკუპირებულ ახალგორს დღეს დატოვებს
"პატრიოტთა ალიანსის“ წევრის კონსტანტინე მორგოშიას ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს ორივე მოქალაქისთვის ჩამორთმეული დოკუმენტები გუშინ უნდა დაებრუნებინათ.
როგორც მორგოშიამ აღნიშნა, მისი სატელეფონო საუბარი ოკუპირებულ ცხინვალთან გვიან ღამემდე გაგრზელდა. მისივე თქმით, დაკავებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოუშვებენ.
„უკვე მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია ნებაყოფლობით. თავისთავად ცხედრის გადმოსვენებაზეც გვქონდა კითხვები, რამდენიმე დღეში ექსპერტიზა დასრულდება და ცხედარს გადასცემენ წითელი ჯვრის მეშვეობით ოჯახს", - განაცხადა მორგოშიამ.
ავტორი: ,