|
2018-03-07 17:21:44, 1221 ნახვა
კომენტარი
კახიძე: პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ დისკუსიის გზით და არა მუშტი-კრივით
„ჩვენ საზოგადოებას არ აინტერესებს მუშტი-კრივში ვინ უფრო მაგარია - თქვენ ცემთ მელიას თუ ის მოგერევათ თქვენ“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები დისკუსიის გზით უნდა იქნეს მიღებული და არა მუშტი-კრივით. „ჩვენ, პოლიტიკური ძალები, ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა და ნდობა საზოგადოების მხრიდან რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ პოლიტიკური დისკუსიის გზით და არა მუშტი-კრივის. ეს არის ცივილიზაციის მთავარი გამოხატულება. ბორჯომის საკრებულო, ერთადერთი საკრებულოა ქვეყნის მასშტაბით, სადაც ვერ მოახერხა ხელისუფლებამ უმრავლესობის მოპოვება. იქაც აღმასრულებელი ნაწილი, ანუ მერი არის „ქართული ოცნებიდან“. იქაც კი, რადგან ბოლომდე არ შესრულდა ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა აღმასრულებელს, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ პირები და ამას პოლიცია ხელს არ უშლიდა. ეს თქვენთვის შემაშფოთებელი არ არის?! 99.9%-ით აკონტროლებთ მთლიანად, 100%-მდე რომ გინდათ დაამრგვალოთ და ძალადობით შეცვალოთ იქ კომპოზიცია, ეს არ გაღელვებთ? მომავალშიც ასე უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული?! ვითარება, რომ შეიცვალოს, მერე ოპოზიცია უნდა გავიდეს და დაუნაყოს თავ-პირი მეორე მხარეს?! ეს არის, რასაც თქვენ ამკვიდრებთ ამ ქვეყანაში?“,-განაცხადა ოთარ კახიძემ. ასევე, კახიძე რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ, ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კომიტეტის სახელით განცხადება ისე გავრცელდა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრს ტექსტი ელექტრონული ფორმითაც კი არ მიუღია. „ეს განცხადება კომიტეტის სახელით გავრცელდა, ვინაიდან თვითმმართველობის კომიტეტში „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს თავისი წევრი, რომლისთვისაც აღნიშნული განცხადება არ გაუგზავნიათ ელექტრონული ფორმითაც კი. თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო განცხადება ისე, რომ კომიტეტის წევრს განცხადების ტექსტი არ უნახავს. ეს არის აბსოლუტურად იგნორირება იმ პროცესის, რომელიც ჩემი ინიციატივით დადგა თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე. ეს არ არის ფორმა არც კონსულტაციის, არც განცხადების მიღების. კომიტეტმა განცხადება რომ მიიღოს, ამისთვის კომიტეტის წევრები ან უნდა შეიკრიბონ, ან კომიტეტის წევრებს უნდა დაეგზავნოთ განცხადების ტექსტი მაინც. ეს არის ფარსი. ტექსტში რაც წერია, იმას არც შევეხები. მნიშვნელობაც არ აქვს ტექსტში რა წერია, იმდენად დარღვეული იყო პროცესი“,- განაცხადა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)