|
2015-05-18 10:29:26, 428 ნახვა
საზოგადოება
112-ს თბილისის 130-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის 130-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებმა 112-ის სამუშაო დარბაზი დაათვალიერეს და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის დანიშნულებაა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეთათვის დახმარების აღმოჩენა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოსწავლეებმა ასევე გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 112-ის ოპერატორთან თანამშრომლობის წესების შესახებ: თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საგანგებო შემთხვევის დროს ოპერატორს და რა კითხვებზე უნდა ჰქონდეთ პასუხი. უფროსკლასელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ 112-ზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში უნდა დარეკონ. მოსწავლეებმა ასევე შეიტყვეს, რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში. სტუმრები 112-ის SMS და ვიდეოზარის სერვისითაც დაინტერესდნენ და გაიგეს, როგორ უნდა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა. პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების ჩამოყალიბება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ. პროექტი ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)