|
2018-03-06 13:47:54, 1491 ნახვა
კომენტარი
საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან
საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე იმ ექვს ქვეყანაში დაინიშნებიან, სადაც ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ექსპორტის გაზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადა. მინისტრის განმარტებით, სწორედ ამ კრიტერიუმებიდან და ანალიზიდან გამომდინარე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება, რომ საწყის ეტაპზე ექვსი ქვეყანა შერჩეულიყო. „კომერციული ატაშე ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი და ვიცით, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად გაამართლებს. ჩვენ გვჭირდება გამოცდილების დაგროვება და გვინდა, ეს გამოცდილება დავაგროვოთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. უკვე ამის შემდეგ, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რა რესურსებიც სახელმწიფოს ექნება, ქვეყნების ჩამონათვალს გავაფართოებთ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში დანიშნული კომერციული ატაშეების დაფარვის არეალი გაცილები მეტი იქნება და მათ მეზობელ ქვეყნებზეც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი დღეს გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც. შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. საკონკურსო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. საკონკურსო განაცხადი ასევე განთავსდება დასაქმების სხვა საიტებზეც. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)