|
2018-03-06 13:28:36, 1315 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: ქვეყანა ძალადობასთან ბრძოლის კუთხით წინ მიდის, თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს პრობლემის შემცირებას
„ვფიქრობ, ქვეყანა ცალსახად უფრო წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის მიმართ თავად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილმა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის ერთობლივად ჩაატარებული კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ძალადობასთან ბროძლის კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. „რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი იქნება საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემების მიმართ. გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლი ცვლილებები, მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ცვლილება შევიდა 20-ზე მეტ კანონში. თქვენ იცით, რომ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი არ აქვს ეს კონვენცია რატიფიცირებული, მაგრამ ჩვენთან კანონმდებლობა არის გამართული. შსს-ში შეიქმნა სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე,რომ გამოძიებას განსაკუთრებული სენსიტიურობა ჰქონდეს მსგავსი საქმეების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ცალსახად უფრო წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი და საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ პრობლემის შემცირებას", - განაცხადა ჩუგოშვილმა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 22% და მამაკაცების 31% ცოლის ცემას გარკვეულ გარემოებებში ამართლებს. ასევე საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)